20 თებ 2026
ხულოს დრამატულ თეატრში აჭარის კულტურის სამინისტროს ახალი პროგრამის „კულტურა მთაში“ პირველი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ხორუმი“ მონაწილეობდა.
მოეწყო ხულოს სახელოვნებო სკოლის მხატვართა ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიების მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.