საქართველოში პირველი კონსტიტუციის მიღებას მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა

20 თებ 2026

დამოუკიდებელ საქართველოში პირველი კონსტიტუციის მიღებას მიეძღვნა  ღონისძიება, რომელიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის   სახელობის  მუზეუმში   გაიმართა. მოსწავლეებს  ისტორიკოსმა ოთარ  გოგოლიშვილმა  1921 წლის კონსტიტუციის ისტორიული ღირებულების შესახებ უამბო.

პარალელურად დარბაზში გამოფენილი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების  სხდომების ფოტოები, იმ პერიოდის  გაზეთები და პუბლიკაციები,რომლებიც საკონსტიტუციო  კომისიის  მუშაობას ასახავს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი,  1921 წლის 21 თებერვალს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია  ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაშია დაბეჭდილი.