​უმაღლესი განათლების რეფორმა - შეხვედრა სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან

20 თებ 2026

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა  და  აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს  უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები გააცნო  განათლების  მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) გეგმავენ სწავლის დაწყებას, ასევე სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ აღნიშნულ პროგრამაზე და მომავალ წელს  აპირებენ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას.