20 თებ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და დაცვის მხარემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე რომეო მიქაუტაძის მეუღლე დაიკითხა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.