თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

20 თებ 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

იკითხება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე "კია ჯგუფის" დამფუძნებელი ზურაბ ტუკვაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და ის სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად აძლევს. მისი განცხადებით, შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და ვასილ მხეიძეს, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, შესყიდვის სრული ღირებულების 10 პროცენტი თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა მიეტანა. 

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.