ეკონომიკისა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

20 თებ 2026

საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერება - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს სწორედ ამ საკითხებს განიხილავს სომხეთის ხელისუფლების წევრებთან.

საქართველოს დელეგაციის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რომლებიც თავის მხრივ აძლიერებს რეგიონულ კავშირებს.