20 თებ 2026
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა და მასთან ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სფეროში. საუბარი წარიმართა ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებითაც.