20 თებ 2026
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ამარაგებდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული თევზის პროდუქციით. ბიზნესმენს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარდა ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზა.
დასკვნამ კი აჩვენა, რომ კონსერვი უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.