იაპონიის საელჩომ ბსუ-ს სახელმძღვანელოები გადასცა

20 თებ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ,   იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს რუსთაველის სახელმწიფო და ტოკიოს ტექნოლოგიურ და მეტროპოლიტენ უნივერსიტეტებთან დადებულ მემორანდუმზე.  

დღესვე საზეიმო ვითარებაში უნივერსიტეტს იაპონიის საელჩომ 100-მდე წიგნი გადასცა საჩუქრად, რომლებიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს, ზუსტი წარმოდგგენა შეიქმნან იაპონური ენისა და კულტურის, ასევე ისტორიის შესახებ.

წიგნების დონაციის პროგრამა ,,ტოკიოს ფონდის“ და ,,ნიპონის ფონდის’’ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.