ოპოზიციის გეგმები

20 თებ 2026

„ძლიერი საქართველო – ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი“, – ნათქვამია განცხადებაში , რომელიც პარტიამ დღეს გაავრცელა.

ისინი მზაობას გამოთქვამენ კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას უნდა შესთავაზონ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც, და რომ  პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას.