ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები

20 თებ 2026

ძლიერი შტორმის გამო  ბათუმის ბულვარის სასეირნო პრომენადის ნაწილი, რომელიც ქვიშის მასამ დაფარა, დილიდან იწმინდება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრომენადის, ველობილიკისა და მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.

პროცესში ჩართულია ბულვარისა და „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, ასევე სპეცტექნიკა.​