20 თებ 2026
იმერეთში პოლიციამ 16 წლამდე პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავა.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.