აფეთქება ჩილეში - დაღუპულია 4 ადამიანი

20 თებ 2026

აფეთქებას ჩილეში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს. მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება სანტიაგოს მიმდებარედ, ინდუსტრიული ზონის მახლობლად მოხდა. გადაბრუნდა თხევადი აირით დატვირთული სატვირთო.აფეთქების შედეგად, 50-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.სამართალდამცავები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ, მათ შორის - მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების შესაძლო ფაქტს.