20 თებ 2026
მილიარდობით დოლარი ღაზის სექტორის აღსადგენად და სტაბილიზაციის ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების განთავსება. - გადაწყვეტილებები „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა.
სხდომის მონაწილეებმა, ღაზის სექტორის დასახმარებლად, 7 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადეს, 5 ქვეყანა კი მზად არის, ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები გაგზავნოს.
საერთაშორისო ძალებს ღაზაში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა დაევალებათ.
„მშვიდობის საბჭოს“ შექმნა ტრამპის ინიციატივაა და საბჭოსაც თავად ხელმძღვანელობს. პირველ სხდომაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო.