ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის რეაბილიტაცია

20 თებ 2026

სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადის, საიზოლაციო სამუშაოები  და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი.

შშმ პირთათვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი. სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.