კონკურსი სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარებისთვის

20 თებ 2026

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მიზნით კონკურსს აცხადებს.

პროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში ბიბლიოთეკების გაძლიერება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სკოლის ბიბლიოთეკარების მიერ წარდგენილი პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება წიგნადი ფონდის განახლებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელებაზე.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებს. ერთ პროექტზე მაქსიმალური დაფინანსების ოდენობა 3000 ლარს შეადგენს.

კონკურსი დღეს გამოცხადდა და 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.