გურამ ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დიასამიძეს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19 თებ 2026

ამ წუთებში აქციაა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. გასული წლის 24 მაისს მოკლული გურამ ბერიძის ოჯახის წევრები და ახლობლები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დიასამიძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც მოკლულის ოჯახი არ ეთანხმება. ისინი დიასამიძისთვის წარდგენილი ბრალის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვენ.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულმა იარაღის ერთი გასროლით მოკლა 47 წლის მამაკაცი. მათივე თქმით, მსჯავრდებული მოკლულის შვილისა და მისი ცოლის ნათესავს შორის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. მათი თქმით რამაზ დიასამიძე ყოფილი პოლიციელია.