ქობულეთში, 6 ბალიანმა შტორმმა სანაპირო ზოლში არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა

19 თებ 2026

ქობულეთში, 6 ბალიანმა შტორმმა სანაპირო ზოლში არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა. ახალი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი კი ძლიერი შტორმის შედეგად ქვა-ღორღით და შლამითაა დაფარული.

ქობულეთის მერიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლის მთელ პერიმეტრზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს მონიტორინგი.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ძირითადად დაზიანებულია საპარკე ინფრასტრუქტურა.

უწყების ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ზარალის დათვლას და შემდგომი ღონისძიებების გატარებას.

ფოტო გალერეა