რატი იონათამიშვილის განცხადება

19 თებ 2026

გახარიას პარტიის 7-მა წევრმა ხმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების წინააღმდეგ მისცა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი წერს.

პარლამენტმა 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება.

რატი იონათამიშვილის თქმით, ის, რომ გახარიას გუნდი ცვლილებების წინააღმდეგი წავიდა, ბევრ რამეზე მეტყველებს.