ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა

19 თებ 2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის კიდევ ერთი სხდომა იმართება.

კომისიის წევრები პურფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოების წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც კომისიის წევრებს აცნობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იწვევს პროდუქტზე ფასების ზრდას და როგორ უნდა დააკორექტირონ ღირებულება.ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა ნაწილთან შეხვედრები და კონსულტაციები უკვე შედგა.

კომისია ორი თვის განმავლობაში იმუშავებს და კომისიის შექმნის ინიციატორების მიზანია - მუშაობის შედეგად ფასების გაიაფება მოხდეს.