19 თებ 2026
13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 ადამიანი - ეს ბოლო დღენახვერის სტატისტიკაა, როგორც სუსში განაცხადეს.
საუბარი იყო ფაქტებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება, ასევე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობას.
ფაქტზე ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმ 137"-ის უკანონოდ შეძენას 3 მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონოდ ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.