19 თებ 2026
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ელისო კილაძე აღმკვეთი ღონისძიების მოლოდინშია. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში და რა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული ბრალდება.
ადვოკატს საქმის მასალები, სავარაუდოდ, დღეს გადაეცემა. ამავე ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაწყებულია 10 პირის მიმართ. მათი ნაწილი მიმალვაშია - საუბარია ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძესა და კიდევ რამდენიმე პირზე. ე.წ. „ქოლცენტრების საქმესთან“ დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.