19 თებ 2026
პოლიტიკური პარტია ''მემარცხენე ალიანსის'' ლიდერი სოსო შატბერაშვილი ევროპელი ლიდერების ბოლო განცხადებებს გამოეხმაურება. პარტიაში აცხადებენ,რომ ევროპის რიგი ლიდერების მხრიდან, ჰააგის საერთაშორისო სისიხლის სამართლის სასამართლოს მიერ პატიმრობა მისჯილ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები გააჩინა.
პარტიის ლიდერის თქმით ის ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც წარსულში ევროპარლამენტში ანტიქართული რეზოლუციების ინიცირებით გამოირჩეოდნენ, დღეს თავად საუბრობენ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისა და დიალოგის აუცილებლობაზე.