სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან

19 თებ 2026

სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების საკითხებზე, ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე.

მინისტრი ასევე კოლეჯ “მოდუსის” მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან.