19 თებ 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება.
ცნობილია, რომ 14 წევრიანი კომისიის წევრები მოუსმენენ ქსელური მარკეტების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების, ასევე ფარმაცევტული და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს.
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა ნაწილთან შეხვედრები და კონსულტაციები უკვე შედგა. კომისია ორი თვის განმავლობაში იმუშავებს და კომისიის შექმნის ინიციატორების მიზანია - მუშაობის შედეგად ფასების გაიაფება მოხდეს.