19 თებ 2026
პარლამენტმა მუხლობრივად განიხილა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. კანონს 83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი ჰყავდა.
“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით “გრანტის“ ცნება ფართოვდება. პროექტში ჩაიწერება, რომ შეზღუდვა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს არ შეეხება. გრანტის გაცემისას თავად გრანტის გამცემი სუბიექტია ვალდებული, რომ გრანტზე თანხმობის მოპოვებისთვის მთავრობას მიმართოს.
გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით.
ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება.
კანონდარღვევა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.