გიორგი მიქაუტაძის ზედიზედ მესამე გოლი ესპანეთის ჩემპიონატში

19 თებ 2026

გიორგი მიქაუტაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით „ვილიარეალმა“ სტუმრად ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლევანტე“ 1:0 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 89 წუთი ითამაშა.

გიორგიმ ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა და როგორ ამოჩნდა, ეს მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რამაც მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგების შედეგად „ვილიარეალმა“ 48 ქულა დააგროვა, მადრიდის „ატლეტიკოს“გადაასწრო და მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ „რეალი“და „ბარსელონა“უსწრებენ. გიორგი მიქაუტაძემ ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 

სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.