საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს შესარჩევში დანიასთან მატჩისთვის ემზადება

19 თებ 2026

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი ორ ეტაპიანია. გუნდი ამჟამად თბილისშია შეკრებილი, რომლის შემდეგ დანიაში გაემგზავრება, სადაც 27 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურის მატჩს მასპინძელი ქვეყნის გუნდთან გამართავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს თბილისში ჩატარდება.

„თბილისი არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ის კანდიდატები შეიკრიბნენ, რომლებიც სუპერლიგის გუნდებში თამაშობენ.

ალექსანდრ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი პირდაპირ დანიაში 23 თებერვალს ჩავა.