18 თებ 2026
აჭარული საუნჯე”-წიგნის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში ფოლკლორის ცენტრში.
6 ტომეული ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარების მიერ არის მომზადებული და მასში 1958 წლიდან 1980 წლამდე, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოძიებული ფოლკლორული დიალექტოლოგიური მასალებია შესული.
მეცნიერების მიერ შეგროვებული მასალები ამ დროისთვის ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივშია დაცული. წელს ინსტიტუტი „აჭარული ფოლკლორის“ მე-7 ტომს გამოსცემს.