კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონი გრძელდება

18 თებ 2026

კურორტს ვიზიტორები აქტიურად სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მხოლოდ დეკემბერი-იანვრის მონაცემებით, კურორტს 4,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წელს, კი კურორტმა 25,000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 18,56%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ის განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი და გაუკვალავში თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის.

ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება.