პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში

18 თებ 2026

მიგრაცია - ის ძირითადი საკითხია რაზეც პრემიერ - მინსტრმა ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში ისაუბრა, შემდეგ კი  დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით ქვეყანაში მაქსიმუმ 257 ათასი ადამიანია უცხოელი.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო. 

პრემიერის თქმით, 12 თვის განმავლობაში გაძევებულია იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში.