18 თებ 2026
პარლამენტში ამ წუთებში რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაცია მიმდინარეობს. კახა გულედანი საკანონმდებლო ორგანოში პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა მიიწვიეს.
მმართველი გუნდის ოპონენტებმა მინისტრს წინასწარ 25 შეკითხვა გაუგზავნეს.
მათ შორის არის კითხვები სამინისტროს პრიორიტეტებზე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა" და მთის ფონდის შესახებ, ასევე უწყების ხედვები სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით.