18 თებ 2026
თბილისში სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს, შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს.
ფორუმის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის საინვესტიციო პოტენციალზე, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის განვითარებაზე, ასევე სექტორში არსებულ ბაზრის ტენდენციებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.