რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში

18 თებ 2026

პარლამენტში დღესვე კიდევ ერთი ინტერპელაცია გაიმართება. კანონმდებლების წინაშე რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი წარსდგება. იგი პარლამენტში პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა მიიწვიეს.

ოპოზიციის წევრებმა მინისტრს წინასწარ 25 შეკითხვა გაუგზავნეს. მათ შორის არის კითხვები სამინისტროს პრიორიტეტებზე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა" და მთის ფონდის შესახებ, ასევე უწყების ხედვები სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით.