18 თებ 2026
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი, მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს, სავალი ნაწილის ერთ მხარეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ბორდიურები და ტროტუარები უკვე მოეწყო და ასფალტბეტონის სამ ფენიანი საფარი დაიგო, ამიტომ როგორც ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, უახლოეს დღეებში გზის ერთი მხარე სავარაუდოდ ცალმხრივად გაიხსნება.
გზის მეორე მხარეს კი ამ ეტაპზე ბორდიურების მოწყობა და ფილების დასაგებად ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს.
რაც შეეხება გოგებაშვილის ქუჩის რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთს, რეაბილიტაცია მაისში უნდა დასრულდეს.