შეხვედრა ჩაის სექტორის წარმომადგენლებთან  

18 თებ 2026

ჩაის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს  შეხვედრაზე,რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩაის სექტორის წარმომადგენლებთან შედგა.

საუბარი შეეხო ქართული ჩაის ცნობადობის ამაღლების, დაფინანსების, საკანონმდებლო და ცოდნის გაზიარების მიმართულებით დარგის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწარმოებლების ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინებაა და ამისთვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები განხორციელდება და ახალი პროგრამები შემუშავდება.