18 თებ 2026
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სკოლის პირად შემადგენლობას იუბილე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში, დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის სამხედროები უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.