17 თებ 2026
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, ტენდერი გამოაცხადა.
სააგენტო, ქობულეთის სოფელ დაგვაში, ხალაში, კვირიკესა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში არსებული მეჩეთების ელექტროსისტემებისა და სხვა კომუნიკაციების მოწესრიგებას გეგმავს. საპროექტო დოკუმენტაციის შესასყიდად 9 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი ხვალ დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.
რაც შეეხება ავარიულ მეჩეთებს, მათი მდგომარეობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუფთოსთან შეთანხმებით შეისწავლა და მათი საკომუნიკაციო და ელექტროსისტემების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.