17 თებ 2026
2025 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ ბოლო ათწლეულების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2025 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 16.8 მილიონი ტონა, რაც 2024 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. მათ შორის, საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების ისტორიულ მაქსიმალურ რაოდენობასთან ერთად, კონტეინერების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვებშიც.