17 თებ 2026
ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს,მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის გამო, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.