17 თებ 2026
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვეს. მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს და დამსახურებულად გახდნენ ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები. ვნახოთ თემო სალუქვაძის რეპორტაჟი.