პრეზიდენტი ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობაზე

17 თებ 2026

პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ამ მხრივ საქართველოს გამოწვევებზეც ისაუბრა.მისი თქმით ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.ყაველაშვილის განცხადებით  „ევროპული ბიუროკრატია საქართველოს საკუთარი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ მან მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს“.