17 თებ 2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საქართველოში მოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაიწყო.
კლუბებისთვის „იბერია - 2010“ და „გრანდი“ ინვეტარის გადაცემის პროცესს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ესწრებოდნენ. „იბერია - 2010“-ისა და „გრანდის“ გარდა, საქართველოში მოქმედ 104 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას ინვენტარი ეტაპობრივად გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში 20 სახეობის საფეხბურთო ინვენტარის შესაძენად მილიონ ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე საქართველოში 106 საფეხბურთო სკოლაა რეგისტრირებული, რომელიც 30 ათას ბავშვს აერთიანებს.