17 თებ 2026
ხვალ კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ბარსელონაში ტრადიციულ, ესპანეთის ღია საერთაშორისო ტურნირზე „ოიამას თასზე“ იასპარეზებს.
შეჯიბრება პრესტიჟულია და მასში 15 ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე ტრადიციულად, ფავორიტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან წლების მანძილზე ქართველი მებრძოლები „ოიამას თასის“ არაერთგზის გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.
თავად ნაკრების წევრთა განცხადებით, არც წელს აპირებენ ტრადიციის დარღვევას და ტიტულების დაცვასთან ერთად, საქართველოში უმაღლესი სინჯის არაერთი მედლის ჩამოტანას აპირებენ.