17 თებ 2026
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვეს.
სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერლავას წყვილი 75.46 ქულით მეორე ადგილზე იყო.
მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 146.29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი წყვილმა 221.75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.