17 თებ 2026
ბსუ-ში ზამთრის სკოლა ,,ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა. აქტივობაში 20 სტუდენტი მონაწილეობს. ხუთდღიანი ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ.
სტუდენტები სკოლის ფარგლებში გაივლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ათი ყველაზე გავრცელებული მითი და პროპაგანდა ევროკავშირის შესახებ. ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები ჩაათარებენ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები საერთაშორისო სერთიფიკატებს მიიღებენ.