თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

17 თებ 2026

თაღლითობის ბრალდებით გენერალურმა ინსპექციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა 3 000 დოლარი, 500 დოლარი კი  წინასწარ გამოართვა.  

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.