17 თებ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის გამოკითხვა.
"ისინი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით" - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.