შეხვედრა რძის სექტორის წარმომადგენლებთან

17 თებ 2026

რძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღების საკითხზე რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ცვლილებები რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების დამატებითი ეტიკეტირების შემოღებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედების ვადებსა და კონკრეტული ნიშანდების საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სექტორს გააცნეს 2025 წლის სახელმწიფო კონტროლის შედეგები რძისა და რძის ნაწარმის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით.

ასევე აღინიშნა, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილია ლაბორატორიული კვლევების გაფართოება, გაიზრდება ნიმუშების რაოდენობა და სხვადასხვა პროდუქციის შემოწმება დაახლოებით 150-მდე ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე.