17 თებ 2026
ასპინძაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა. დანაშაულს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიაკვლიეს.
მოქალაქეებმა ელექტრო იარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 61 კგ. თევზი.
ელექტრო იარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს - ფაქტზე დაიწყო გამოძიება.